Accessibility links

logo-print logo-print

ავღანეთის სამხრეთში რადიო თავისუფლების ჟურნალისტი მოკლეს


რადიო თავისუფლების ჟურნალისტი მოკლეს სამხრეთ ავღანეთში, პროვინცია ჰელმანდში, მის მანქანაზე მიმაგრებული ბომბის აფეთქების შედეგად 12 ნოემბერს.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა, ომერ ცვაკმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ ელიას დაიის მანქანაზე მიმაგრებულმა ბომბმა ჟურნალისტი იმსხვერპლა ლაშქარ გაჰში, პროვინციის დედაქალაქში. თავდასხმისას დაშავდნენ დაიის ძმა, კიდევ ერთი კაცი და ბავშვი. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა არავინ იკისრა. დაიი მუშაობდა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურში, რომელსაც ქვენაში რადიო აზადის სახელით იცნობენ. რადიო აზადის ბიუროს უფროსმა, სამი მაჰდიმ ტვიტერით დაწერა, რომ მისი კოლეგა „ტერორისტულ თავდასხმას“ ემსხვერპლა.

ავღანეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სიდიყ სიდიყუიმ დაგმო დაიიზე თავდასხმა და თქვა, რომ ეს „გამოხატვის თავისუფლების და ავღანეთის მედიის მტრების ნამოქმედარია". ავღანეთში ძალადობის შემთხვევებმა იმატა ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების შემდეგ. მოლაპარაკებაზე, რომლის მიზანია ომის დასრულება, წინსვლა არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG