Accessibility links

logo-print logo-print

ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა პუტინსა და ბჟანიას შორის გამართული შეხვედრის გამო 


ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ქეთევან ციხელაშვილმა შეშფოთება გამოთქვა ადგილზე არსებული მძიმე ვითარების ფონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ასლან ბჟანიას შორის დღეს, 12 ნოემბერს, სოჭში გამართული შეხვედრის გამო. მისი შეფასებით, ეს ნათლად მოწმობს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ უგულებელეყოფას, რითაც ირღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი.

ქართულმა მხარე, ასევე შეშფოთებულია იმით, რომ მიმდინარე წელს ვერ გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდი და გამოთქვა იმედი, რომ თანათავმჯდომარეების ერთობლივი ძალისხმევით, მორიგი რაუნდი 10-11 დეკემბერს ჩატარდება.

საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.

ყურადღება გამახვილდა ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მათი უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის დაკეტვასა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რასაც ახალგორში 16 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაც ვერ მოახერხეს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა გადაუდებელი მკურნალობისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG