Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ოპოზიციური ჯგუფები განაგრძობენ საპროტესტო აქციებს


სომხეთის ოპოზიციური ჯგუფები განაგრძობენ საპროტესტო აქციებს. ისინი მოითხოვენ, რომ გადაგეს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც დათანხმდა რუსეთის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას აზერბაიჯანთან. სამშვიდობო შეთანხმებით სრულდება ბრძოლები მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში, რომლებიც ექვს კვირაზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

12 ნოემბერს ერევნის ქუჩებში ათასობით ადამიანმა მოაწყო მარში, ისინი ფაშინიანის გადაგომას მოითხოვენ და სკანდირებენ: „მოღალატევ, წადი!“

ცალკე აქცია მოაწყო ოპოზიციურმა ჯგუფმა „სასნა წრერმა“ ერევნის ცენტრალურ მოედანზე, მაგრამ დაგეგმილი მარში გააუქმა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გააფრთხილა, რომ დაშლიდა მათ კომენდანტის საათის გამო, რომელიც კრძალავს ქუჩის აქციებს.

მას შემდეგ, რაც დემონსტრანტთა ნაწილმა უარი ქვა არეალის დატოვებაზე, უშიშროების ძალებმა ისინი დააპატიმრეს.

საგანგებო საგამოძიებო სამსახურმა დღეს გამოაცხადა, რომ დაპატიმრებულია ოპოზიციის 10 წამყვანი წარმომადგენელი, რომელსაც ბრალი ედება „უკანონო მასობრივი ძალადობრივი არეულობის“ ორგანიზებაში. ოპოზიცია ხელისუფლების ამ ნაბიჯს არაკანონიერს უწოდებს.

დაკავებულთა შრის არიან პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი, პარტია „სამშობლოს“ ლიდერი არტურ ვანეციანი, პარტია „დაშნაკცუტიუნის“ წარმომადგენლები იშხან საგატელიანი და გეხამ მანუკანი, ასევე ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრი ედუარდ შარმაზანოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG