Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე


ავთანდილ ბერიძე
ავთანდილ ბერიძე

2012-2016 წლების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა.

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ „ავთანდილ ბერიძემ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოსა და მის უსაყვარლეს კუთხეს - აჭარას მიუძღვნა. ეროვნული მოძრაობის დასაწყისშივე ის აქტიურად ჩაება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რომლის უმთავრეს პრინციპებს უშურველად უერთგულა".

ბერიძე 2017 წელს დაინიშნა აჭარის ა/რ მთავრობის აპარატში, უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ბოლო დროს ის მუშაობდა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG