Accessibility links

logo-print logo-print

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი დაიხურა - თანამშრომელს დაუდგინდა Covid - 19


კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ უფლისციხეში ვიზიტორების მიღება დროებით შეაჩერა. მუზეუმ-ნაკრძალის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო მუზეუმის 24 თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა.

მუზეუმის თანამშრომლის დინა ნასყიდაშვილის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო დამთვალიერებელთა რაოდენობა ისედაც შემცირებული იყო, ახლა კი მუშაობის საერთოდ შეწყვეტა, რაც მეტ ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. „პანდემიამდე პერიოდში მუზეუმი დიდი რაოდენობით ვიზიტორს იღებდა და შემოსავალიც საკმაოდ დიდი იყო. ახლა კი სრულად დახურვა, არამარტო მუზეუმის ფინანსებზე, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტზეც უარყოფით გავლენას მოახდენს, მაგრამ ხალხის უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანი და მთავარია“. - ამბობს დინა ნასყიდაშვილი.

ჯერჯერობით უცნობია, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი დამთვალიერებლებისთვის როდის გაიხსნება, მუზეუმის თანამშრომლები კი 12-დღიან თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG