Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა


პლეი ოფის ფინალში საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამარცხდა ანგარიშით 0:1.

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ერთი თამაშის მოგება დააკლდა. დღეს, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი თბილისის „დინამოარენაზე", ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამარცხდა, ანგარიშით 0:1.

ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება. უეფას წინასწარი გეგმით, შეჯიბრებას 12-მა ქვეყანამ უნდა უმასპინძლოს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო კიდევ იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

ევროპირველობაზე მონაწილეობას კონტინენტის 24 უძლიერესი გუნდი მიიღებს, რომლებიც უკვე გადანაწილდნენ ოთხ ჯგუფში. საქართველოს ნაკრები, ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში C ჯგუფში მოხვდებოდა, ჰოლანდიის, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG