Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ ვაისი: „ჩემი დრო ამოიწურა“


„ჩემი სამუშაო დასრულდა. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს“ - განაცხადა ვაისმა.
„ჩემი სამუშაო დასრულდა. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს“ - განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი თანამდებობას ტოვებს. მისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ტვიტერით გაავრცელა.

„ჩემი სამუშაო დასრულდა. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს“ - განაცხადა ვაისმა.

სლოვაკი სპეციალისტი გუნდს სავარაუდოდ ერთ კვირაში დაემშვიდობება, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ.

საქართველოს ნაკრებს ვაისთან ერთად ორი საშინაო მატჩი ელის - 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG