Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა გადაწყვიტა მოქალაქეებს ახალი ამბები თავად გააცნოს


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც კორონავირუსი აქვს და კლინიკაში იმყოფება, ფეისბუკზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ზელენსკი ამბობს, თავს კარგად გრძნობს და მისი ავადმყოფობით ოპონენტებში გამოწვეული სიხარული გულთან ახლოს არ მიაქვს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გვიან ღამით უყურა ტელევიზორს და აღმოაჩინა, რომ სხვადასხვა გავლენიანი ბიზნესმენების და პოლიტიკოსების ტელეარხებზე კარგი ახალი ამბები ან არ არის, ან პოზიტივი ნეგატივადაა გადაქცეული და ხშირად თეთრზე შავს ამბობენ.

ზელენსკის განცხადებით, ტრადიციის მიუხედავად მას, როგორც უკრაინის პრეზიდენტს არ აქვს საკუთარი არხები და მედიასაშუალებები, ამიტომ გადაწყვიტა სამუშაო დღის მოვლენები ხალხს თავად მოუყვეს, შუამავლების, მანიპულაციების და ტყუილის გარეშე.

ვიდეომიმართვის ბოლოს ვოლოდიმირ ზელენსკი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი დაიცვან კორონავიუსისგან, ატარონ ნიღბები, გაიძლიერონ იმუნიტეტი და ტყუილისგან დაიცვან ტვინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG