Accessibility links

logo-print logo-print

CISA: 3 ნოემბრის არჩევნები იყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო არჩევნები


აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელთა განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ კენჭისყრის რომელიმე სისტემამ ხმები წაშალა, დაკარგა, ან შეცვალა.

კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს(CISA) ვებსაიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების თანახმად, 3 ნოემბრის არჩევნები ამერიკის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო არჩევნები იყო და მიუხედავად არაერთი დაუსაბუთებელი განცხადებისა, სრულად არიან დარწმუნებული, რომ არჩევნები უსაფრთხოდ და პატიოსნად ჩატარდა.

არჩევნების ძირითად დღემდე, 3 ნოემბრამდე აშშ-ის დაახლოებით ასმა მილიონმა მოქალაქემ ისარგებლა ფოსტით, ან ელექტრონულად ხმის მიცემის უფლებით.

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, დემოკრატ კანდიდატს, ჯო ბაიდენს უკვე აქვს პრეზიდენტად არჩევისთვის საჭირო 270-ზე მეტი ხმა საარჩევნო კოლეგიიდან.

ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, რომელიც დამარცხებას არ აღიარებს და მყარი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე, არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG