Accessibility links

ბათუმში COVID-19-ით გარდაიცვალა 100 წლის კაცი


ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა 100 წლის მამაკაცი, COVID-19-ის დიაგნოზით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობის და მწვავე პნევმონიის გარდა, მენჯ-ბარძყის მოტეხილობა ჰქონდა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ით გარდაიცვალა 32 წლის ქალი. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, გია კიკაბიძის ინფორმაციით, პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 4 ნოემბერს შეიყვანეს და მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო, კერძოდ, კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა ფილტვის 80%-ის დაზიანება. გია კიკაბიძის განმარტებით, ფილტვის ქსოვილის ასეთი დაზიანება ორ-სამ დღეში არ ხდება, ამიტომ სავარაუდოა, რომ პაციენტის, რომელიც მანამდე ბინაზე მკურნალობდა, ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებით მოხდა.

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარის კოვიდ-კლინიკებში 10 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG