Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის მთავრობამ გაათავისუფლა წინა დღეებში დაკავებული რამდენიმე ოპოზიციონერი


არტურ ვანეციანი გათავისუფლების შემდეგ
არტურ ვანეციანი გათავისუფლების შემდეგ

სომხეთის ხელისუფლებამ წუხელ დაკავების ადგილებიდან გაათავისუფლა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც სხვა ძალებთან ერთად საპროტესტო აქციებით ცდილობენ მიაღწიონ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას.

იუწყებიან, რომ სამართალდამცველებმა კერძოდ გაათავისუფლეს რესპუბლიკური პარტიის წევრი ედუარდ შარმაზანოვი, პარტია „დაშნაკციუტუნის“ წარმომადგენელი გეგამ მანუკიანი და ასევე პარტია „სამშობლოს“ ლიდერი, სომხეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი დირექტორი, არტურ ვანეციანი.


მანამდე სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი საომარი მდგომარეობით აკრძალულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის ოპოზიციური პარტიების ათობით ლიდერი და წევრი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ „უკანონო მასობრივი ძალადობრივი არეულობის“ ორგანიზებაში. ოპოზიცია კი ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

ამჟამად დაკავებულთა შორის არიან პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი და პარტია „დაშნაკცუტიუნის“ წარმომადგენლები იშხან საგატელიანი და გეგამ მანუკიანი.

სომხეთის ოპოზიციური ჯგუფები განაგრძობენ საპროტესტო აქციებს. ისინი მოითხოვენ, რომ გადადგეს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც დათანხმდა რუსეთის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას აზერბაიჯანთან. სამშვიდობო შეთანხმებით სრულდება ბრძოლები მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში, რომლებიც ექვს კვირაზე მეტხანს გრძელდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG