Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ ტომსკის მერი თათბირის დროს დააკავეს


ივან კლაინი
ივან კლაინი

13 ნოემბერს სამართალდამცველებმა პირდაპირ თათბირის დროს დააკავეს ქალაქ ტომსკის მერი, ივან კლაინი. მოხელე მერიის შენობიდან ხელბორკილებით გამოიყვანეს. ცნობა ამის შესახებ სიბირ.რეალიის რედაქციას დაუდასტურეს თავად ქალაქის ადმინისტრაციაში, სადაც ვერ აზუსტებენ, ჩატარდა თუ არა ჩხრეკა მერიის შენობაში.

ერთ-ერთი ტელეგრამის არხით გავრცელდა ფოტო, რომელზეც ივან კლაინის უკან შავნიღბიანი ორი სამართალდამცველი დგას,


61 წლის კლაინი ტომსკის ადმინისტრაციას 2013 წლიდან უდგას სათავეში. მერად არჩევამდე იგი რეგიონში უმსხვილესი ლუდსახარში საწარმო „ტომსკის ლუდის“ ხელმძღვანელი იყო.

რუსეთის საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კლაინზე აღრულია საქმე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. იგი ეჭვმიტანილია ხელქვეითისადმი გაცემულ უკანონო ბრძანებაში, რომ „ტომსკის ლუდის“ ნაკვეთი შეეტანა დაცულ-სანიტარიულ ზონაში, რათა სხვა მეწარმეს მის გვერდით არ შეძლებოდა სახლის აშენება.


სექტემბერში ქალაქის სათათბიროს არჩევნებში უმრავლესობა დაკარგა რუსეთის მმართველმა „ედინაია როსიამ“, რომელსაც 37 მანდატიდან სულ 11 ერგო წილად. წინა მოწვევის ქალაქის დუმაში „ედინაია როსია“ 30 მანდატს ფლობდა. პირველად ტომსკის საკანონმდებლო ორგანოში მოხვდნენ ალექსეი ნავალნის შტაბის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG