Accessibility links

logo-print logo-print

ფეხბურთის ფედერაციასთან დაპირისპირება იყო


Georgia -- GFF

ფეხბურთის ფედერაციასთან სამოქალაქო აქტივისტები და უწყების თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოქალაქეები გუშინ ფეხბურთის მატჩზე ვერდასწრებას აპროტესტებდნენ.

აქტივისტებს, პროტესტის ნიშნად, ფეხბურთის ფედერაციაში შესვლა და ფედერაციის პრეზიდენტისთვის, ლევან კობიაშვილისთვის წიგნისა ("ცხოველების ფერმა") და ჩაფუშული ბურთის გადაცემა სურდათ. ფედერაციის თანაშრომლების მხრიდან გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. "ცხოველების ფერმის" მიხედვით, "ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორი".

აქტივისტებმა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართული მატჩის მხარდამჭერების გარეშე ჩატარება გააპროტესტეს. მაშინ, როცა რიგითი მოქალაქეები თამაშს ვერ ესწრებოდნენ, მატჩს თვალს ადევნებდნენ თბილისის მერი, კახა კალაძე, პარლამენტის წევრი და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და, ამავდროულად, გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი.

მხარდამჭერები მატჩს თვალყურს სტადიონთან დაყენებულ ეკრანზე ადევნებდნენ. მათი ნაწილი პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG