Accessibility links

ანდრეი კონჩალოვსკის ფილმი „ძვირფასო ამხანაგებო“ რუსეთმა ოსკარზე წარადგინა


კინორეჟისორი ანდრეი კონჩალოვსკი

კინორეჟისორ ანდრეი კონჩალოვსკის ფილმი, „ძვირფასო ამხანაგებო“, რომელსაც 1962 წელს ქალაქ ნოვოჩერკასკში საბჭოთა ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დახვრეტის ფაქტი უდევს საფუძვლად, რუსეთის მიერ აშშ-ის კინოაკადემიის, ოსკარის პრემიაზე არის წარდგენილი. ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური რუსეთის ოფიციალურ სააგენტო „ტასზე“ დაყრდნობით. კონჩალოვსკის ფილმი წარდგენილი იქნება კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“.

წინა დღით, 12 ნოემბერს, დაიწყო ფილმის რუსეთის კინოთეატრების ეკრანებზე ჩვენება.

ვენეციის კინოფესტივალზე „ძვირფასო ამხანაგებო“ ჟიურის საგანგებო პრიზით დაჯილდოვდა.

კონჩალოვსკის სამი ფილმი იქნა უკვე წარდგენილი რუსეთის სახელით ოსკარზე, მაგრამ ნომინირებული არცერთხელ არ ყოფილა.

პოსტსაბჭოთა პერიოდში ოსკაროსანი 1994 წელს გახდა ერთადერთი რუსული ფილმი, „მზით გათანგულები“, რომელიც გადაიღო კონჩალოვსკის ძმამ, ნიკიტა მიხალკოვმა.

ოსკარზე რუსეთიდან ოფიციალურად ნომინირებული იყო ანდრეი ზვიაგინცევის ორი ფილმი, მაგრამ მათ პრემია არ მიუღიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG