Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა თავის ანგარიშზე საარჩევნო კოლეგიის კიდევ 15 ხმა მიითვალა ჩრდილოეთ კაროლინაში გამარჯვების შემდეგ


აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში გამარჯვების შემდეგ საარჩევნო კოლეგიის კიდევ 15 ხმა მოიპოვა და რაოდენობა 232-მდე გაზარდა.

ჩრდილოეთ კაროლინაში შედეგის თაობაზე აშშ-ის დიდმა მედიასაშუალებებმა გამოაცხადეს კენჭისყრიდან კვირანახევრის შემდეგ. ისინი აცხადებენ, რომ ახლა ჯორჯია ერთადერთი შტატია, სადაც არ არის გამოცხადებული შედეგები, რადგან იქ ჯერ კიდევ ძალიან მცირეა განსხვავება და შედეგის განსაზღვრა ნაადრევია.

საარჩევნო კოლეგიის 290 ხმა აქვს არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელიც 7 ნოემბერს მედიის მიერ გამარჯვებულად გამოცხადდა, როცა თეთრ სახლში მოხვედრისთვის საჭირო რაოდენობას, 270 ხმას მიაღწია.

ტრამპი, რომელიც არსებითი უპირატესობის მიუხედავად არ აღიარებს ბაიდენის გამარჯვებას, ცდილობს შედეგები შეცვალოს სასამართლოს გზით ზოგიერთ შტატში, სადაც, მისი დაუსაბუთებელი განცხადებით, მოხდა გაყალბება და დარღვევები.

იმისთვის, რომ კვლავ არჩევისთვის საკმარისი ხმები მოაგროვოს, ტრამპმა უნდა შეძლოს რამდენიმე შტატში ბაიდენის გამარჯვება გაუქმება, რაც, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG