Accessibility links

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა


„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი“, - თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისივე ინფორმაციით, 33 გარდაცვლილიდან 10 თბილისში მკურნალობდა, აჭარაში - 7, იმერეთში - 10, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 2, კახეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ საქართველოში კორონავირუსით 669 ადამიანია გარდაცვლილი.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 163 პაციენტი.

საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 76 658-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 58 674-ს.

გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ახალი 3 504 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისი - 1 232 შემთხვევა;
  • აჭარა - 603 შემთხვევა;
  • იმერეთი - 619 შემთხვევა;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 397;
  • ქვემო ქართლი - 122 შემთხვევა;
  • შიდა ქართლი - 140 შემთხვევა;
  • გურია - 94 შემთხვევა;
  • მცხეთა-მთიანეთი - 97 შემთხვევა;
  • კახეთი - 102 შემთხვევა;
  • სამცხე-ჯავახეთი - 76 შემთხვევა;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22 შემთხვევა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289, მათგან 5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 541. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი; 3 361 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეებში რჩება 2 425 ადამიანი.

14 ნოემბრის მონაცემებით თვითიზოლაციაში იმყოფება 43 263 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG