Accessibility links

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო საკანონმდებლო ორგანოს შემაჯამებელი ოქმი


საპროტესტო აქცია საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან ბათუმში

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ხმაურის ფონზე მიიღო რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს შემაჯამებელი ოქმი.

საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავდნენ. აქციაზე ისმოდა შეძახილები "მონებო".

ოპოზიცია არ ეთანხმება არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ადგილზე პოლიცია მივიდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც პროტესტის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი.

აჭარის საკანონმდებლო ორგანოს უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა, 5% ბარიერი გადალახა ორმა პარტიამ: "ქართულმა ოცნებამ" 45,9%-ით მოიპოვა 21-დან 11 დეპუტატის მანდატი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი - 34%, რაც შესაბამისად 7 მანდატს ნიშნავს.

სამი მაჟორიტარული ოლქიდან ერთში, პირველივე ტურში ქობულეთში გაიმარჯვა "ქართული ოცნების" კანდიდატმა. მეორე ტური კი ტარდება ბათუმისა და ხულო, შუახევი, ქედის მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები გადავიდნენ

თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც უმაღლეს საბჭოში შევლენ. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია აქციებს აგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG