Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოს დადებითი ბალანსით აგრძელებს


15 ნოემბერს გასამართ მერვე ტურში ქართველი სეკიტორის მეტოქე მეათე მაეგაშირა მეისეი იქნება.
15 ნოემბერს გასამართ მერვე ტურში ქართველი სეკიტორის მეტოქე მეათე მაეგაშირა მეისეი იქნება.

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ 2020 წლის ბოლო ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

„ტოჩინოშინის“ საბრძოლო მეტსახელით ცნობილმა ქართველმა სეკიტორიმ, რომელიც დოჰიოზე მეშვიდე მაეგაშირას რანგში ადის, ნოემბრის სუპერტურნირის მეშვიდე ტურში შეძლო პირველად დადებითი ბალანსის დაფიქსირება - ასევე მეშვიდე მაეგაშირა ენდო დაამარცხა და ფინიშამდე რვა ტურით ადრე მის ანგარიშზე ოთხი მოგება და სამი წაგებაა.

15 ნოემბერს გასამართ მერვე ტურში ქართველი სეკიტორის მეტოქე მეათე მაეგაშირა მეისეი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე, გორგაძის მსგავსად, ოთხი გამარჯვება აქვს. აქამდე ტოჩინოშინი და მეისეი ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და სამივე ბრძოლა მეისეიმ მოიგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG