Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონმა გაათავისუფლა მთავარი სპეციალური მრჩეველი დომინიკ კამინგსი


დომინიკ კამინგსი
დომინიკ კამინგსი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაათავისუფლა პრემიერ-მინისტრის მთავარი სპეციალური მრჩეველი დომინიკ კამინგსი.

კამინგსი და მისი მოკავშირე ლი კეინი - ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის დიდი მომხრეები - ჯონსონს ბრალს სდებდნენ ბრიტანეთის ხელისუფლებაში კრიზისის შექმნაში.

როგორც გაზეთი Guardian-ი იუწყება ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით, კამინგსის გათავისუფლების მიზეზი გახდა მისი გამონათქვამები ჯონსონის შესახებ.

ჯონსონის კანცელარიის დროებითი ხელმძღვანელი შეიძლება გახდეს სერ ედვარდ ლისტერი - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში.

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის ცერემონია 2020 წლის 31 იანვარს ღამით შედგა. შეთანხმების თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა დაკარგა ევროკავშირში წარმომადგენლობა და ხმის უფლება, მაგრამ 2020 წლის ბოლომდე რჩება ერთიანი ეკონომიკური სივრცის წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG