Accessibility links

ავღანეთის ხელისუფლება: დაკავებულია ახლახან ქაბულის უნივერსიტეტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი


ქაბულის უნივერსიტეტის ერთ-ერთი აუდიტორია თავდასხმის შემდეგ. 3 ნოემბრის ფოტო.

ავღანეთის ჯარებმა დააკავეს ახლახან ქაბულის უნივერსიტეტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი. ამის შესახებ 14 ნოემბერს განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა.

2 ნოემბრის ტერაქტის დროს მინიმუმ 22 ადამიანი დაიღუპა და 27 დაიჭრა, როცა სამი შეიარაღებული პირი თავს დაესხა ქაბულის უნივერსიტეტს და რამდენიმე საათის განმავლობაში ისროდა ცეცხლსასროლ იარაღს. უშიშროების ძალებთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ თავდამსხმელები მოკლეს. სალეჰის თქმით, თავდასხმის ორგანიზატორი იყო მეამბოხე სახელად ადილი, რომელიც თალიბანის განაყოფის, „ჰაყანის“ წევრია.

სალეჰის თანახმად, დაკითხვაზე ადილმა აღიარა, რომ იარაღი ამ ჯგუფისგან მიიღო თავდასხმის განსახორციელებლად. ვაშინგტონი „ჰაყანს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG