Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს სარაგბო ნაკრები ინგლისთან დამარცხდა


გუნდი ლონდონში დაუპირისპირდა ტურნირის უმთავრეს ფავორიტს და წააგო.

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასი“ მოსალოდნელი მარცხით გახსნა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი ლონდონში, „თვიქენჰემზე“ დაუპირისპირდა ტურნირის უმთავრეს ფავორიტს - ინგლისს და უშანსოდ წააგო, ანგარიშით 0:40. ამავე ჯგუფში, ირლანდიამ უელსი დაამარცხა - 32:9.

მეორე ჯგუფში, იტალიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე წააგო შოტლანდიასთან, ანგარიშით 17:28. საფრანგეთისა და ფიჯის მატჩი კი ექვსი ფიჯელი მორაგბის კორონავირუსით დაინფიცირების გამო ჩაიშალა.

„შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ თამაშსაც სტუმრად გამართავენ. 21 ნოემბერს უელსთან და 29 ნოემბერს - ირლანდიასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG