Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის ტესტმა დაადგინა, რომ მატჩი გერმანიისა და უკრაინის საფეხბურთო გუნდებს შორის შედგება


14 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართება UEFA-ს ერთა ლიგის საფეხბურთო მატჩი გერმანიისა და უკრაინის ნაკრებ გუნდებს შორის მას შემდეგ, რაც უკრაინის გუნდის არცერთ წევრს არ დაუდგინდა კორონავირუსის ინფექცია.

თამაშის გამართვა ეჭვქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც უკრაინის ნაკრების ოთხ მოთამაშეს COVID-19 დაუდგინდა 13 ნოემბერს.

ლაიფციგის ქალაქის საბჭოს წარმომადგენლის, მათიას ჰასბერგის თქმით, უკრაინის მთელი გუნდის კარანტინში მოთავსება არ იყო აუცილებელი, მაგრამ მოხერხდა იმის უზრუნველყოფა, რომ ინფიცირებულებს არ ჰქონოდათ ახლო კონტაქტი გუნდის დანარჩენ წევრებთან.

კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა ასევე გერმანიის ნაკრების ყველა მოთამაშეს, მწვრთნელებსა და გუნდის სხვა წევრებს. ტესტებმა უარყოფითი შედეგები აჩვენა.

გერმანიას და უკრაინას თავიანთ ჯგუფში 6-6 ქულა აქვთ და ერთი ქულით ჩამორჩებიან ესპანეთის ნაკრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG