Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის არავისთვის აპირებს თანამდებობის წართმევას


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას არ გააჩნია არანაირი ამბიცია და არავისთვის აპირებს თანამდებობის წართმევას.

„მეგობრებო, ახლა ჩემი როლის შეფასება და ჩემზე საუბარი არ არის მთავარი თემა. მთავარი თემა არის ერთიანობა, გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით. ამიტომ, მოდით, ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას. მთავარი თემის გადაწყვეტის შემდეგ, ქართველი ხალხი ყველას თვითონ მიუჩენს თავის ადგილს. მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება მის სამართლიანობაში.

მე რაც შემეხება, არ გამაჩნია ცალკე აღებული არანაირი ამბიციები და არ ვაპირებ არავისთვის არც კაბინეტის წართმევას და არც თანამდებობის“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG