Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნია-ჰერცეგოვინაში საბიუჯეტო კრიზისის გამო გადადებული არჩევნები იმართება


ბოსნია-ჰერცეგოვინაში დღეს იმართება ადგილობრივი არჩევნები, რომელიც საბიუჯეტო კრიზისის გამო იყო გადადებული. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 3,4 მილიონ ამომრჩეველს. მუნიციპალიტეტების საბჭოებს ირჩევენ ქვეყნის ორ ავტონომიურ რეგიონში - ბოსნიურ-ხორვატულ ფედერაციასა და რესპუბლიკა სრპსკაში, ასევე ბრსკოს ნეიტრალურ ოლქში.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19 საათზე (თბილისის დროით 22 საათზე) დაიხურება.

ამომრჩევლები ვალდებული არიან, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი ზომები დაიცვან კენჭისყრაში მონაწილეობისას.

არჩევნები თავდაპირველად 4 ოქტომბრისთვის იყო დანიშნული, მაგრამ გადაიდო, ვინაიდან მთავრობამ ვერ მოასწრო სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება და არჩევნებისთვის საჭირო ფინანსების გამოყოფა.

ეთნიკური პრინციპით გაყოფილ ქალაქ მოსტარში ცალკე არჩევნები ჩატარდება 20 დეკემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG