Accessibility links

ტრამპმა ბაიდენის გამარჯვება აღიარა, მაგრამ კვლავაც "გაყალბებაზე" ლაპარაკობს


როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად აღიარა, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა დემოკრატმა მეტოქემ, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

ბაიდენი რვა დღის წინ გამოცხადდა გამარჯვებულად აშშ-ის ყველა მთავარი მედიასაშუალების მიერ, მას შემდეგ, რაც, არაოფიციალური შედეგებით, მან საარჩევნო კოლეგიაში საკმარისზე მეტი ხმა დააგროვა. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საკმარისი. კენჭისყრის შედეგების შემდგომმა დათვლამ კიდევ უფრო გაზარდა ბაიდენის უპირატესობა. ამჟამად მას 306 ხმა აქვს, ტრამპს კი - 232.

ტრამპმა, რომელმაც მანამდე რამდენჯერმე გამოაცხადა თავი გამარჯვებულად, კვირას გაიმეორა, რომ კენჭისყრა ბაიდენის სასარგებლოდ გააყალბეს.

„მან გაიმარჯვა, ვინაიდან არჩევნები გაყალბებული იყო“, დაწერა ტრამპმა ტვიტერში 15 ნოემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG