Accessibility links

logo-print logo-print

აზერბაიჯანი დათანხმდა, სომხეთს ვადა გაუგრძელოს ქელბაჯარის დასატოვებლად


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი დათანხმდა, სომხეთს ვადა გაუგრძელოს ჯარების გასაყვანად.

„აზერბაიჯანი დათანხმდა, 25 ნოემბრამდე გააგრძელოს ვადა ქელბაჯარიდან სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და უკანონო სომეხი მოსახლეების გაყვანისთვის“, განაცხადა 15 ნოემბერს ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანაშემწემ, ჰიქმათ ჰაჯიევმა.

მისი სიტყვებით, ალიევი „ჰუმანიტარულ საფუძველზე“ დათანხმდა სომხეთის თხოვნას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შუამავლობის შემდეგ.

ჰაჯიევის თქმით, სომხეთს ქელბაჯარიდან გასვლა 15 ნოემბერს უნდა დაესრულებინა. ამავე დროს მან დასძინა, რომ ძალაში რჩება შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკი, რომლის მიხედვითაც სომხეთმა აღდამის რეგიონი 20 ნოემბრამდე უნდა დატოვოს, ხოლო ლაჩინის რაიონი - 1 დეკემბრამდე.

ქელბაჯარში, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში აკონტროლებდნენ ეთნიკური სომხები, მოსახლეობა სახლებს ტოვებს მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს ძალაში შევიდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG