Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა


მექსიკა მე-11 ქვეყანაა, სადაც მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ. მაგრამ აშშ-ისგან და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ინფექციის გავრცელებაში მკვეთრი მატება შეინიშნება, მექსიკა არ აპირებს მკაცრი საკარანტინო ზომების ხელახლა შემოღებას.

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 ნოემბერს ინფიცირების 5860 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაიცვალა 635 ადამიანი. მთლიანობაში, პანდემიის დაწყების შემდეგ, მექსიკაში 98200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით, რაც მსოფლიოში მეოთხე მაჩვენებელია აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

უკანასკნელ თვეებში მექსიკა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა და პანდემიის გამო დახურულმა მრავალმა ბიზნესმა კვლავ დაიწყო ფუნქციონირება. ქვეყანაში არასოდეს გამოუცხადებიათ სრული „ლოკდაუნი“.

პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ცდილობს ნაკლებად სახიფათოდ წარმოაჩინოს ვირუსთან დაკავშირებული რისკები. ის საზოგადოებაში იშვიათად იყენებს პირბადეს და ცხადებს, რომ ქვეყანამ მოახერხა კორონავირუსის „მოთვინიერება“.

ამასობაში აშშ-ში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ კორონავირუსის გავრცელების ტემპების გამო. უკანასკნელ დღეებში ზოგიერთ შტატში იძულებული გახდნენ, კვლავ შემოეღოთ აკრძალვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG