საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი თამაში წააგო და ლიდერის პოზიციასთან ერთად, B დივიზიონში დაწინაურების შანსიც დაკარგა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის „დინამოარენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა და წააგო ანგარიშით 1:2.
18 ნოემბერს, ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ესტონეთს უმასპინძლებს. ის მატჩი ვლადიმირ ვაისისთვის ბოლო იქნება ქართველთა მთავარი მწვრთნელის რანგში.
დაწერეთ კომენტარი