Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელი მაია სანდუ ლიდერობს


მაია სანდუ
მაია სანდუ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრის შედეგების ნაწილობრივ დათვლის შემდეგ მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის ყოფილი თანამშრომელი, ეკონომისტი მაია სანდუ, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ევროპის კავშირთან, უგებს მოქმედ პრეზიდენტს, პრორუსული ორიენტაციის იგორ დოდონს.

ცესკოს თანახმად, სანდუს 52% აქვს და თითქმის 10%-ით უსწრებს დოდონს (42,74%).

როგორც ვარაუდობენ, არჩევნები გადაწყვეტს, ქვეყანა ევროპის კავშირს დაუახლოვდება, თუ უფრო მეტად მოექცევა მოსკოვის გავლენის ორბიტაში.

პირველ ტურში, რომელიც 1 ნოემბერს შედგა, სანდუმ მოიპოვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ ვერ შეძლო გამარჯვებისთვის აუცილებელი 50-პროცენტიანი ზღვრის გადალახვა.

2016 წელს დოდონმა დაამარცხა სანდუ 5%-ზე ნაკლები სხვაობით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, დღევანდელი არჩევნების საბოლოო შედეგებს ორშაბათ დილისთვის ელოდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG