Accessibility links

აშშ-ში 11 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ


ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით უკვე 11 035 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 4 174 000-ზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 246 200-ს აჭარბებს.

Reuters-ის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 8 დღეში მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. სააგენტო წერს, რომ აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების ტემპი გაზრდილია, რადგან მანამდე, შემთხვევები 9 მილიონიდან 10 მილიონამდე 10 დღეში გაიზარდა, 8-დან 9 მილიონამდე კი - 16 დღეში.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 54 000 000-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 1 300 000-ზე მეტი ადამიანი.

აშშ-ის გარდა, ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ, ან რამდენიმე მილიონს აღემატება ინდოეთში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, არგენტინაში, კოლუმბიაში, იტალიასა და მექსიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG