Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში მიტინგის დაშლის დროს დაკავებულია 23 ჟურნალისტი და 1000-ზე მეტი დემონსტრანტი


ბელარუსის მილიციამ 15 ნოემბრის საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით დააკავა 23 ჟურნალისტი და 1100-ზე მეტი დემონსტრანტი.

უფლებადამცველ ჯგუფ „ვიასნას“ თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი სამართალდამცველებმა დააკავეს მინსკში, სადაც შავნიღბიანმა სპეცრაზმელებმა და უსაფრთხოების აგენტებმა ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის ცნობით, სამართალდამცველების მიერ დაკავებულ 23 ჟურნალისტთაგან ოთხი რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან თანამშრომლობს.

მინსკში პოლიცია სასტიკად გაუსწორდა დემონსტრანტებს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:01 0:00

კვირას მინსკსა და სხვა დიდ ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ ქვეყანაში დაწყებულ რეპრესიებს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ჭარბი ძალის გამოყენებას, რასაც წინა კვირას შეეწირა რომან ბონდარენკო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა 12 ნოემბერს ამ ეზოში დაიწყეს ოპოზიციის სიმბოლური თეთრ-წითელ-თეთრი ბაფთების ჩამოხსნა, როცა მათსა და რომან ბონდარენკოს შორის შეტაკება მოხდა. ბონდარენკო ამის შემდეგ მინსკის შინაგან საქმეთა რაიონულ სამმართველოში მიიყვანეს და განაცხადეს, რომ მან ტრავმები „ჩხუბის დროს მიიღო“. 12 ნოემბერს საღამოს ბონდარენკო გარდაიცვალა.

მინსკსა და ბელარუსის სხვა დიდ ქალაქებში აგვისტოდან გრძელდება საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. 9 აგვისტოს არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ოპოზიცია, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ლეგიტიმურად არ ცნობენ კენჭისყრის შედეგებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG