Accessibility links

site logo site logo

საქართველოს პრეზიდენტი მაია სანდუს ულოცავს მოლდოვის პრეზიდენტად არჩევას


მაია სანდუ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ მოლდოვის არჩეულ პრეზიდენტს, მაია სანდუს ულოცავს დამსახურებულ გამარჯვებას. ზურაბიშვილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ რეგიონში კიდევ ერთი ქალი პრეზიდენტი იქნება.

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ერთობლივ მუშაობას და ევროპისკენ საერთო გზაზე სვლას.

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 15 ნოემბერს ჩატარდა, ხმების 57%-ით გაიმარჯვა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატმა მაია სანდუმ. მან პრორუსულად განწყობილი იგორ დოდონი დაამარცხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG