Accessibility links

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა


ზოჰრაბ მნაცხაკანიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გადააყენოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი. ამის თაობაზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა 16 ნოემბერს ეროვნულ კრებაზე, რომ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებდა.

ამ განცხადებიდან სულ მალე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანა ნაგდალიანმა, განაცხადა ფეისბუკის საშუალებით, რომ მნაცაკანიანმა განცხადება წარადგინა გადადგომის შესახებ. მან გამოაქვეყნა მნაცაკანიანის ხელნაწერი განცხადება, სადაც ის გადადგომას ითხოვს და მადლობას უხდის ფაშინიანს „ნდობისა და თანამშრომლობისთვის“.

16 ნოემბერს უფრო ადრე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ფაშინიანის განცხადება, რომ სომხური მხარის წინაშე იდგა საკითხი მთიან ყარაბაღში ქალაქ შუშაზე უარის თქმის შესახებ. სამინისტროს პრესმდივანი ნაგდალიანი წერდა, რომ მოლაპარაკების პროცესის არცერთ ეტაპზე ეს საკითხი არ განხილულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG