Accessibility links

site logo site logo

სომხეთის დედაქალაქში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლაზე ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ


სომხეთის დედაქალაქის თავისუფლების მოედანზე 16 ნოემბერს იმართება ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების გამოსვლა, რომლის მონაწილეები მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას. მსგავსი მოთხოვნით გამოსვლა გაიმართა 15 ნოემბერსაც. ოპოზიციურმა ძალებმა გამოაცხადეს, რომ ვითარების შეფასებას წარმოადგენენ 16 ნოემბერს და განიხილავენ შემდგომი მოქმედებების საგზაო რუკას.

ონლაინპრესკონფერენციაზე, 16 ნოემბერს, ფაშინიანმა შეკითხვაზე, დგას თუ არა მისთვის დღის წესრიგში გადადგომის საკითხი, უპასუხა, რომ „მის დღის წესრიგშია რესპუბლიკაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სხვა საკითხები ჩემს დღის წესრიგში არ დგას“.

16 ნოემბერს თანამდებობა დატოვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG