Accessibility links

logo-print logo-print

ვლადიმირ ვაისმა უკვე დაასრულა საქართველოს ნაკრებში მუშაობა


ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 2016 წლის მარტიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით 47 თამაში ჩაატარა.

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართ მატჩში ვლადიმირ ვაისი არ უხელმძღვანელებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფედერაციამ გადაწყვეტილება სლოვაკ სპეციალისტთან შეთანხმებით მიიღო, სომხეთის ნაკრებთან 15 ნოემბერს განცდილი მარცხის შემდეგ.

წინასწარი გეგმით, ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მიმდინარე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ უნდა დამშვიდობებოდა, წასვლა მას ერთი ტურით ადრე მოუხდა. უკვე ისიც ცნობილია, რომ ესტონეთთან სათამაშოდ ფეხბურთელებს მოამზადებს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელი რამაზ სვანაძე. ის იქნება ეროვნული ნაკრების დროებითი მწვრთნელი, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე.

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 2016 წლის მარტიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით 47 თამაში ჩაატარა. მოიგო 16, ფრედ დაასრულა 15 და წააგო 16. მისი გაწვრთნილი გუნდი გახდა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული და ითამაშა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ფინალში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG