Accessibility links

ნიკოლ ფაშინიანმა აღიარა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგებისთვის თავისი პასუხისმგებლობა


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმათ თავი დახარა ხალხისადმი მიმართვისას 12 ნოემბერს, 2020 წელს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღისთვის ბოლო კონფლიქტის შედეგისთვის თავისი პასუხისმგებლობა აღიარა. ამის თაობაზე მან განცხადება გააკეთა 16 ნოემბერს ონლაინ პრესკონფერენციაზე

სააგენტო არმენპრესს მოჰყავს მისი სიტყვები: „წარვდგები ჩვენი ხალხის სასამართლოს წინაშე, მაგრამ ამ შემთხვევაში ხალხმა უნდა შეძლოს გააკეთოს დასკვნები... საჭიროა, მოვუსმინოთ ჯარისკაცებს, ოპოზიციას, მთავრობას“, თქვა ფაშინიანმა, რომელმაც განმარტა, რომ სომხეთის ხელისუფლება აღმოჩნდა ისეთი ვითარების წინაშე, როცა „არსებობდა საერთაშორისო კონსენსუსი აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემის შესახებ ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე“. "დოიჩე ველე" აღნიშნავს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ეს ლოგიკა ვერ გატეხა.

სომხეთის პრემიერის თანახმად, მთავრობა განიხილავდა ორ მიდგომას: პირველის თანახმად, გამორიცხული იყო პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება. მეორეს მიხედვით კი უნდა "გვემოქმედა პრინციპით, „მიწის არც ერთ მისხალს არ დავთმობთ“. "უდიდესი შეცდომა იყო იმაზე გათვლა, რომ შეიძლებოდა უსაზღვროდ გაგვეწელა დრო“, - ამბობს ფაშინიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG