Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ აფხაზეთში 60-ს გადააჭარბა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალი სოხუმში

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანის დაინფიცირება და ერთის გარდაცვალება დაადასტურა.

შტაბის ინფორმაციით, 1943 წელს დაბადებული მამაკაცი სოხუმში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მობილურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

აპრილიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 5099 შემთხვევა. მათგან 3470 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 62 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 240 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG