Accessibility links

site logo site logo

მსოფლიოში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 55 მილიონზე მეტი ადამიანი


ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში 55 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 35 მილიონზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილია 1 327 000-ზე მეტი ადამიანი.

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მასშტაბით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი 11 203 000-ს უახლოვდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 247 200-ს აჭარბებს.

მეორე ადგილზე ინდოეთია, სადაც უკვე 8 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ბრაზილიაში 5 მილიონზე მეტი. საფრანგეთში ინფიცირებულთა რიცხვი 2 მილიონს აჭარბებს.

ორ მილიონამდე შემთხვევაა აღრიცხული რუსეთში. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, არგენტინაში, იტალიაში, კოლუმბიასა და მექსიკაში.

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ამჟამინდელი ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება პანდემიის პირველი ეტაპის - გაზაფხულის პიკს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG