Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 3117 ახალი შემთხვევიდან 1202 შემთხვევა თბილისიდანაა


​ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ 3 ათასზე მეტია, შემთხვევების მესამედზე მეტი კი კვლავ თბილისზე მოდის. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში - 1202;
  • აჭარაში - 469;
  • იმერეთში - 302;
  • ქვემო ქართლში - 259;
  • შიდა ქართლში - 173;
  • გურიაში - 61;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთში - 355;
  • კახეთში - 117;
  • მცხეთა-მთიანეთში - 86;
  • სამცხე-ჯავახეთში - 65;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28.

ქვეყანაში მძიმე პაციენტი 740-ია, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებულია 332 პირი.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 85 952 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3638-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 68 929.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 778-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG