Accessibility links

logo-print logo-print

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის Crew Dragon-ის შეპირაპირება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან წარმატებით განხორციელდა  


SpaceX

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ამერიკულ სეგმენტზე, Harmony-ზე, 17 ნოემბერს წარმატებით გადავიდნენ ასტონავტები, რომლებმაც წინა დღით სტარტი აიღეს ფლორიდაში SpaceX-ის კოსმოსურ ხომალდ Crew Dragon-ით.
ამერიკელი ასტრონავტები, მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი და შენონ უოკერი, მათთან ერთად იაპონელი ასტრონავტი, სოიტი ნოგუტი სადგურზე ექვს თვეს დაჰყოფენ. მათ იქ დახვდნენ 64-ე ხანგრძლივი ექსპედიციის წევრები, სადგურის მეთაური, რუსი კოსმონავტი, სერგეი რიჟიკოვი და კოსმონავტი სერგეი კუდ-სვერჩკოვი, ასევე ასტრონავტი კეტლინ რუბენსი.

გაფრენა განხორციელდა NASA-ს კონტრაქტის საფუძველზე ილონ მასკის კომპანია SpaceХ-თან, რომელმაც შეიმუშავა ხომალდი და რაკეტამზიდი. Crew Dragon-მა პირველი გაფრენა ასტრონავტებით ბორტზე განახორციელა წელს, აგვისტოში და მშვიდობიანად დაეშვა წყალზე მექსიკის ყურეში ორი ასტრონავტით. უპილოტო, საცდელი გაფრენა მოხდა 2019 წლის მარტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG