Accessibility links

დაღესტანში ჩამოიქცა დერბენტის ციხესიმაგრის კედლის ნაწილი


ციხესიმაგრე ნარინ-კალა

დაღესტნის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სავარაუდოდ გადაუღებელი წვიმების გამო, ჩამოიქცა დერბენტის ისტორიული ციხესიმაგრის სამხრეთი კედლის ნაწილი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ინფორმაცია და ფოტოსურათი კედლის ნაწილის ჩამოშლის შესახებ გაავრცელა რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანმა და დერბენტის ყოფილმა მერმა, ხიზრი აბაკაროვმა, რომელიც თავის პოსტში ადანაშაულებს „უსულგულო ბიუროკრატიას“. იგი ამტკიცებს, რომ ციხესიმაგრის კედლის გამაგრებაზე პასუხისმგებელია რუსეთის კულტურის სამინისტრო, რომელმაც არ ჩაატარა შესაბამისი სარემონტო სამუშაოები.


მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში სამართალდამცველებმა დააკავეს დერბენტის მუზეუმ-ნაკრძალის ყოფილი დირექტორი ალი იბრაგიმოვი, ეჭვმიტანილი საბიუჯეტო თანხების მითვისებაში.



დერბენტის ციხესიმაგრე წარმოადგენს თავდაცვითი სისტემის ნაწილს, რომელიც მომთაბარეების შემოსევისაგან იცავდა კასპიის ზღვის სანაპიროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG