Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი თენგიზ ცერცვაძეს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს


თენგიზ ცერცვაძე, სალომე ზურაბიშვილი.
თენგიზ ცერცვაძე, სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს. ამ საკითხზე მან "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე სპეციალური პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში მან მადლიერება გამოხატა თენგიზ ცერცვაძის თავდადებული შრომის გამო კორონავირუსთან ბრძოლაში და ბოდიშიც მოიხადა მათ ნაცვლად, ვინც ექიმებს ლანძღავს.

„ბატონ თენგიზს კორონავირუსი დაუდგინდა. მსუბუქი ფორმაა და სახლში მკურნალობს.

მინდა სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო!

მინდა, პირადად ვუთხრა მადლობა მისი თავდადებისთვის, კორონასთან ათთვიანი, დღე და ღამე შეუპოვარი ბრძოლისთვის!

მინდა ბოდიში მოვუხადო მათ მაგივრად, ვინც მადლიერების ნაცვლად, ექიმების ლანძღვა და შეურაცხყოფა არჩია.

ბატონო თენგიზ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მადლობას გიძღვნით და თქვენთვის ლოცულობს!

მხნედ იყავით! მალე დაუბრუნდით ამ ბრძოლას!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი "ფეისბუკში".

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად კლინიკა ავრცელებს.

"ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს", - აცხადებენ კლინიკაში. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიასაც.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 3 117 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG