Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო: მაიკ პომპეო ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე


სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს მიესალმება აშშ-ის საელჩო საქართველოში.

„სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას", - აცხადებს საელჩო.

დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში დაგეგმილ შეხვედრებზე განსახილველ საკითხებზეც აკეთებს აქცენტს. „სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე", - აღნიშნავს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

დღეს, 17 ნოემბერს, საღამოს საქართველოს ჩამოვიდა მაიკ პომპეო.

ხვალ, 18 ნოემბერს, მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ოპოზიცია 18 ნოემბერს გეგმავს აქციას - სტუმრის მისასალმებლად და არჩევნების ოფიციალური შედეგების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების სადემონსტრაციოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG