Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში სტალინის მუზეუმმა მუშაობა შეაჩერა


სტალინის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზი
სტალინის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზი

სტალინის სახლ-მუზეუმის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. გორში მდებარე მუზეუმის 51 თანამშრომელი კი თვითიზოლაციაში გადავიდა. ბოლო რამდენიმე დღეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა მუზეუმის თანამშრომლის დაინფიცირების. დადასტურებული შემთხვევებისა და გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, მუზეუმმა ორი კვირით მუშაობა შეაჩერა.

მუზეუმის ფონდების მთავარი მცველის ქეთევან ახობაძის თქმით, მუზეუმი რეგულაციებს იცავდა, თანამშრომლები ორ ნაწილად იყვნენ გაყოფილი და ორკვირიანი მონაცვლეობით მუშაობდნენ, მაგრამ ინფიცირების შემთხვევები ორივე ჯგუფში დადასტურდა.

„ძალიან ახლოს მოვიდა ეს დაავადება. ორივე ჯგუფში დაინფიცირდნენ თანამშრომლები, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ დროებით შეგვეჩერებინა მუშაობა. ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციის რეჟიმშია გადასული“.

სტალინის სახლ-მუზეუმი 29 ნოემბრამდე წყვეტს ვიზიტორების მიღებას.

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 173 შემთხვევა დადასტურდა, ქვეყნის მასშტაბით - 3000-ს გადააჭარბა. 45 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 778-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG