Accessibility links

logo-print logo-print

ბულგარეთი ბლოკავს ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს


მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა

ბულგარეთმა დაბლოკა ჩრდილოეთ მაკედონიასა და ევროკავშირს შორის გაწევრინების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები ისტორიისა და ენის საკითხებში მის მეზობელ სახელმწიფოსთან წამოჭრილი უთანხმოების გამო.

ბულგარეთი სკოპიესგან ითხოვს აღიარებას, რომ ორივეს, მის თვითმყოფადობასაც და ენსაც, აქვს ბულგარული წარმომავლობა. კერძოდ სოფიას სურს, რომ ენა, რომელზეც მაკედონიელები ლაპარაკობენ, იწოდებოდეს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ოფიციალურ ენად“.


ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზაჰარიევამ 17 ნოემბერს განაცხადა, რომ ბულგარეთი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირთან ჩრდილოეთ მაკედონიის მოლაპარაკების ჩარჩოს, თუ ორივე ბალკანური მხარე არ აღმოფხვრის არსებულ უთანხოებას.

სკოპიე კარგა ხანია დაჟინებით აცხადებს, რომ მაკედონიური ენა არის განსაკუთრებული სამხრეთსლავური ენა, რომელიც ქვეყნის კულტურისა და ეროვნული იდენტურობის ნაწილს წარმოადგენს, მაშინ როცა სოფია ამტკიცებს, რომ მაკედონიური ეს არის მხოლოდ ბულგარული ენის რეგიონული დიალექტი.

სოფია მოუწოდებს თავის მეზობელს, რომ უარი თქვას განცხადებებზე, ბულგარეთის ტერიტორიაზე თვითმყოფადი მაკედონური უმცირესობის არსებობის შესახებ. სოფიას სურს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების პირობის სახით შემუშავდეს ბულგარეთთან 2017 წელს გაფორმებული სამეზობლო შეთანხმების რეალიზების საგაზო რუკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG