Accessibility links

დასავლეთის ქვეყნების ელჩები ბელარუსის ციხეებში მყოფ პოლიტპატიმრებთან შეხვედრას ითხოვენ


მინსკის საპატიმრო დაწესებულება

ბელარუსში მოქმედი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და აშშ-ის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან ერთად გაავრცელეს ერთობლივი განცხადება ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე.

დასავლეთის სახელმწიფოთა ელჩები კვლავ მოუწოდებენ ბელარუსის ხელისუფლება, რომ დართოს საპატიმროებში მყოფ პოლიტპატიმრებთან შეხვედრის ნება.

ერთობლივ მიმართვაში, რომელსაც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური გაეცნო, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკას რეჟიმის რეპრესიების შედეგად საპატიმროებში მოხვდა დაახლოებით 30 000 დემონსტრანტი. 900-ს უახლოვდება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეები. იზრდება პოლიტპატიმრების სია, რომელშიც ამჟამად 100 კაცს ითვლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG