Accessibility links

logo-print logo-print

აშშ სამხედრო კონტინგენტს ამცირებს ავღანეთსა და ერაყში


ამერიკელი სამხედროები ავღანეთში(საარქივო ფოტო)

პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ ამცირებს ერაყსა და ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების რაოდენობას. ეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, 20 იანვრამდე მოხდება.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კრისტოფერ მილერის განცხადებით, 15 იანვრისთვის ერაყსა და ავღანეთში დარჩება 2500-2500 ამერიკელი სამხედრო. შესაბამისად, ერაყში მყოფი კონტინგენტი 500 ჯარისკაცით შემცირდება, ავღანეთში კი დაახლოებით 2000-ით.

კრისტოფერ მილერი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებს გასული კვირიდან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა მარკ ესპერი.

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ავღანეთსა და ერაყში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესახებ, მწვავედ აკრიტიკებენ როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები. აშშ-ის ადმინისტრაციას მსგავსი ნაბიჯისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 20 იანვრიდან ქვეყანას სათავეში უნდა ჩაუდგეს დემოკრატი ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG