Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო განიხილავს ჩეჩენი აქტივისტის გაუჩინარების საქმეს


ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო (ECHR) სტრასბურგში.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო (ECHR) სტრასბურგში.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ (ECHR) განსახილველად მიიღო საჩივარი Telegram-ის ოპოზიციური არხის, 1ADAT-ის მოდერატორის, სალმან ტეპსურკაევის გაუჩინარების თაობაზე. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იტყობინება.

უფლებადამცველებმა რუსეთისგან მოითხოვეს უზრუნველმყოფი ზომები ტეპსურკაევის ადგილსამყოფლის, ასევე მისი განთავისუფლებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. თავდაპირველად ECHR-მა უარი თქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლომ შეცვალა თავისივე გადაწყვეტილება.

ECHR-მა რუსეთს მიმართა შეკითხვებით იმის შესახებ, კავშირი აქვთ თუ არა სახელისუფლებო ორგანოებს ტეპსურკაევის გაუჩინარებასთან, იყო თუ არა ის ნაწამები. ხელისუფლებამ სასამართლოს 12 დეკემბრამდე უნდა უპასუხოს.

Telegram-ის ოპოზიციური არხი 1ADAT-ი აქვეყნებს ინფორმაციას ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გატაცებებისა და დაკავებების შესახებ. ის ეყრდნობა წყაროებს სამართალდამცავ ორგანოებსა და ხელისუფლების სტრუქტურებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG