Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა კვლავ დაარღვია შეთანხმება და ნათანზში დაიწყო მაღალტექნოლოგიური ცენტრიფუგების გამოყენება


ნათანზის ბირთვული რეაქტორი
ნათანზის ბირთვული რეაქტორი

ირანმა კვლავ დაარღვია ბირთვული პროგრამის თაობაზე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმება და ნათანზიც მიწისქვეშა ბირთვულ რეაქტორში დაიწყო ურანის გამამდიდრებელი მაღალტექნოლოგიური ცენტრიფუგების გამოყენება. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება 18 ნოემბერს.

სააგენტოს თანახმად, მან მოიპოვა გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ახალი დოკუმენტი, რომელშიც საუბარია ვითარებაზე ნათანზის რეაქტორში, ირანის ურანის გამამდიდრებელ მთავარ ობიექტზე.

ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმებით, რომელიც 2018 წელს დატოვა აშშ-მა, ირანს უფლება აქვს დააგროვოს მხოლოდ პირველი თაობის IR-1-ის ტექნიკით გამდიდრებული ურანი. ესაა ერთადერთი ტიპის ცენტრიფუგები, რომელთა გამოყენების უფლება აქვს მას ნათანზის რეაქტორში.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში მოწმობს, რომ თეირანმა მოწინავე ტექნიკა დაამონტაჟა ნათანზის მიწისქვეშა რეაქტორში. მანამდე ეს ტექნიკა მიწისზედა ობიექტზე იმყოფებოდა და უკვე ამდიდრებდა ურანს შეთანხმების პირობების დარღვევით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG