Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ყოფილი "მწვანე ბერეტი" რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა


სავარაუდოდ პიტერ დებინსის ფოტო.
სავარაუდოდ პიტერ დებინსის ფოტო.

აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების ნაწილების ყოფილი წევრი პიტერ დებინსი გამოტყდა რუსეთის დაზვერვასთან გარიგებაში. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იტყობინება.

გამომძიებელთა თანახმად, ყოფილი „მწვანე ბერეტი“ 1995-დან 2011 წლის დასაწყისამდე თანამშრომლობდა რუსეთთან. ის რუსეთის დაზვერვას გადასცემდა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გასაიდუმლოებულ მონაცემებს, რომლებსაც ჯარში მსახურობისას მოიპოვებდა, მათ შორის აშშ-ის სოცდაცვის ჯარებსა და სპეცდანიშნულების შენაერთებზე.

ბრალდება აცხადებს, რომ დებინსი ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში გადაიბირეს. ის მინესოტის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და სტაჟირებას გადიოდა ჩელიაბინსკში. იქ მან გაიცნო თავისი მომავალი ცოლი, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების პოლკოვნიკის ქალიშვილი.

2008 წელს დებინსმა დაასრულა ჯარში სამსახური და რუსებს გადასცა თავისი იმ თანამებრძოლების ვინაობა, რომლებიც პოტენციურად საინტერესო შეიძლება ყოფილიყვნენ გადაბირებისთვის, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

დებინსს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. სასამართლო განაჩენს 2021 წლის დამდეგს გამოაქვეყნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG